„რეალის“ გეგმები - ვინ იყიდება და ვინ არა?
მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 6 კვირა რჩება, რის შემდეგაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და დიდი ციებ-ცხელება დაიწყება.
მოცემული მომენტისათვის, მადრიდის „რეალი“ ორივე მთავარი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. როგორც იცით, ზიდანის შეგირდები მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილის ლიდერ „ატლეტიკოს,“ ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური მატჩების მოლოდინში არიან, სადაც „ჩელსისთან“ გაითამაშებენ ფინალური ეტაპის საგზურს. კლუბს დიდი შანსი აქვს იმისა, რომ არსებობს მანძილზე მეოთხედ მოახერხოს ე.წ. დუბლის შესრულება.
მიუხედავად სპორტული თვალსაზრისით დაძაბული პერიოდისა, მაინც ბევრი იწერება პრესაში შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით. ამ ეტაპისათვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პერესის ნომერი პირველად ამოცანას წარმოადგენს მბაპეს გამადრიდელება, ხოლო რაც შეეხება დავიდ ალაბას, „მარკას“ ცნობით, ფეხბურთელი და მადრიდი უკვე იანვარში შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე და ტურნირების დასრულებისთანავე გააოფიციალურებენ აღნიშნულ ამბავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სეზონის დაწყებამდე სამეფო კლუბის რიგებს არა ერთი მოთამაშე დატოვებს. მათ შორის იქნებიან: ბეილი, ვარანი, ისკო, მარსელო, ოდრიოსოლა, მარიანო დიასი და იოვიჩი. ჯერჯერობით უცნობია რამოსისა და ვასკესის ბედი. მათ რამდენიმე თვეში ეწურებათ მოქმედი კონტრაქტები და მოლაპარაკებების პროცესიც ჩიხშია შესული.
ამასთანავე, გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც არანაირი თანხსიც სანაცვლოდ არ შეელევიან მადრიდში. ასეთად მოიაზრებიან: ფედე ვალვერდე, ვინისიუსი, როდრიგო, ოდეგარი, კურტუა, კაზემირო, კროოსი და ბენზემა.
MARCA
- 16 აპრილი 2021
- 4 864
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.