ახალი კონტრაქტები სამეფო კლუბში !
მადრიდის „რეალში“ სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ახალ კონტრაქტებს ეხება.
2 შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. კარიმ ბენზემა „რეალში“ 2023 წლამდე დარჩება, ხოლო ლუკა მოდრიჩი 2022 წლამდე, თუმცა ხორვატს მომდევნო სეზონში წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში კიდევ 1 წლით გახანგრძლივებაც შეეძლებათ.
ფლორენტინო პერესმა ორი შეთანხმება ფაქტობრივად დახურა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი სერხიო რამოსს პირისპირ შეხვდება და ამ შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კაპიტანი იზოლაციის დასრულების შემდეგ გამოცხადდება პრეზიდენტთან.
- 16 აპრილი 2021
- 4 076
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.