ზიდანის 3 დაუჯერებელი გამოწვევა
ტრადიციულად, სამეფო კლუბის დამრიგებელს ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგებით აფასებენ. აღნიშნულ ტურნირზე წარმატების მიღწევა კლუბის დნმ-ის ნაწილია.
მადრიდის „რეალის“ მრავალწლიან ისტორიაში მხოლოდ სამი შემთხვევა იყო, როდესაც გუნდმა ერთ სეზონში პრიმერა დივიზიონიც მოიგო და ჩ/ლიგაც. 1956/57 და 1957/58 წლების სეზონების შემდეგ, სწორედ ზიდანის წყალობით მოხერხდა (2016/17 წლებში) ორი უმნიშვნელოვანი თასის დაბევება. გამომდინარე იქედან, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე „რეალი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია და გუნდს ბებერი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშების ნახევარფინალის საგზურიც მოპოვებული აქვს, დიდი შანსია, რომ ზიდანმა ახალი ფურცელი დაწეროს „ბლანკოსის“ ისტორიაში.
პარალელურად, ფრანგ დამრიგებელს შეუძლია მეოთხედ იზეიმოს ჩემპიონთა ლიგის მოგება, რაც უნიკალური შედეგი იქნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამეფო კლუბი ტურნირის ნახევარფინალშია, სადაც „ჩელსისთან“ ორმატჩიან დუელში ეცდება სტამბულის ბილეთების მოპოვებას.
ზიდანის კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს პრიმერა დივიზიონის ტიტულის დაცვა. „რეალის“ თავკაცის რანგში, ბოლოს ეს ბერნდ შუსტერმა მოახერხა (2008 წელს), თუმცა მას შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა.
MARCA
წარმატებები ზედიზედ ზიდანს !
- 16 აპრილი 2021
- 3 142
- 23