მბაპეზე ზეწოლას ახორციელებენ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, თუმცა ფრანგი ტალანტის მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული.
როგორც იცით, მბაპეს 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს მოქმედი ხელშეკრულება პარიზულ გრანდთან. რიგი გამოცემების ინფორმაციით, კილიანს გადაწყვეტილი აქვს ახალი კლუბის მოძიება, თუმცა ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, „პსჟ“ სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს ფეხბურთელზე, რათა მისი შენარჩუნება მოახერხოს.
ფრანგული კლუბის პრეზიდენტის სურვილია, რომ მპაბესთან რაც შეიძლება მალე გაფორმდეს ახალი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ის 2024 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს ბედს ამჟამინდელ გუნდს. ამისათვის, ნასერ ელ ხელაიფი წლიური გასამრჯელოს კიდევ 5 მილიონ ევროთი გაზრდას პირდება მსოფლიოს ჩემპიონს (ამჟამად მისი სარგო წლიურად 25 მლნ. ევროს შეადგენს).
ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.
AS
- 15 აპრილი 2021
- 1 878
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.