ნაჩო:„„რეალმა“ ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშა“

ნაჩო ფერნანდესმა „ლივერპულში“ დაფიქსირებული 0:0-ის შემდეგ კომენტარი გააკეთა...

„ეს იყო თვალსაჩინო მატჩი, სადაც „რეალმა“ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა და სასურველ შედეგს მიაღწია. როდესაც 1-3 გაქვს წაგებული, ყოველთვის უტევ, გამონაკლისი არც „ლივერპული“ აღმოჩნდა, რომელიც პირველივე წუთებიდან ცდილობდა დაწინაურებას. ჩვენ წინა ხაზში ეფექტურები ნამდვილად არ ვყოფილვართ, მაგრამ ტაქტიკურად სწორად ვითამაშეთ.“

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვთვლი, რომ გუნდს დიდ დახმარებას ვუწევ. ეს არის ჩემი საუკეთესო სეზონი „რეალში“. ფაქტობრივად სულ მოედანზე ვარ და პროგრესს ვაჩვენებ.“

„მილიტაო საკმაოდ კომფორტული პარტნიორია, მე და ბრაზილიელმა უკვე რამდენჯერმე ვითამაშეთ ერთად სასტარტოში და ერთმანეთს გავუგეთ. დიახ, რამოსი და ვარანი გუნდს ძალიან აკლია, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მათი შეცვლა მოვახდინოთ.“

„კალენდარი ურთულესია, ამოცანას კი უფრო რთულს ტრავმიანობა ხდის. ახლა კარგად უნდა დასივენოთ და მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ, რომელიც ლა ლიგაში გვაქვს. იმედს გამოვთქვამ, ფეხბურთელები ეტაპობრივად დაგვიბრუნდებიან.“

„1/4 ფინალში „რეალს“ ფავორიტად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ შედეგი სახეზეა. ბუნებრივია, ფავორიტი ½ ფინალშიც არ იარსებებს. ჩვენ დიდი ბრძოლა გველის წინ.“

  • Hala
  • 15 აპრილი 2021
  • 728
  • 1

1

15 აპრილი 2021 11:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არადა პირველ ნახევარში მაგრად ჩაისვარეთ დაცვაში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (94)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)