მე-9 ნახევარფინალი ბოლო 11 წელში
ის, რომ ჩემპიონთა ლიგა სამეფო კლუბის ტურნირია, ამაში ყოველწლიურად ვრწმუნდებით.
ბოლო 11 წლის განმავლობაში, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა მეცხრედ მოიპოვეს ნახევარფინალური ეტაპის საგზური, რაც აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო ზოგადად ტურნირის ისტორიაში, „ბლანკოსი“ 30-ედ მოხვდა 4 საუკეთესო გუნდს შორის, რაც ასევე საუკეთესო შედეგია. მას მოჰყვებიან „ბაიერნი“ (21-ჯერ), „ბარსელონა“ (16) და „მილანი“ (12).
საგულისხმოა, რომ სხვა მწვრთნელებთან შედარებით, ზინედინ ზიდანს უნიკალური გამოცდილება აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალთან დაკავშირებით. აქამდე, ფრანგმა სპეციალისტმა სამჯერ გადალახა მეოთხედფინალური სტადიის ბარიერი და სამივე შემთხვევაში წარმატებით დაასრულა ტურნირი. მისმა შეგირდებმა ისეთი კლუბების გამოთიშვა მოახერხეს, როგორებიც არიან „ბაიერნი,“ „ატლეტიკო“ და „მანჩესტერ სიტი.“ საინტერესოა, დაემატება თუ არა მათ რიგებს „ჩელსი,“ რომელიც გათამაშების ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება „რეალს.“
MARCA
- 15 აპრილი 2021
- 979
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.