კაზემირო „ლივერპულთან“ გამოარჩიეს: „დიდი გარჯა გავიღეთ“
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, სადაც ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, „უეფას“ ექსპერტებმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის წოდება კაზემიროს მიანიჭეს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებს გაუზიარა ემოციები.
„ვიცოდით, თუ რაოდენ რთული შეხვედრა გველოდებოდა. მეტოქემ არჩევანი ინტენსიურ ფეხბურთზე გააკეთა, მაგრამ, ვფიქრობ, დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი. თითოეულმა ფეხბურთელმა თავდაუზოგავი შრომა გაიღო, რათა სასურველი შედეგი დაგვეფიქსირებინა. მსგავსი ფაქტები გადამწყვეტია ტიტულისათვის ბრძოლაში.“
„საშინაო მატჩი მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა, თუმცა „ენფილდზეც“ მოსაგებად ვიყავით ჩამოსულნი. „ლივერპულს“ დიდებული მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ვგონებ, ჩვენმა თავდადებულმა თამაშმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.“
„რაც შეეხება „ჩელსის,“ ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე ფავორიტი არ არსებობს. არანაკლებ რთული პაექრობები გველოდება წინ. ამასთანავე, სათვალავიდან არ უნდა ამოგვივარდეს ლა ლიგა, სადაც ჩემპიონობისთვის ვიბრძვით.“
„მიუხედავად დიდი დანაკლისისა, გუნდმა დიდებულად იასპარეზა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის.“
RealMadrid.Com
- 15 აპრილი 2021
- 885
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.