კლოპმა „რეალს“ ბოდიში მოუხადა
„ლივერპულის“ თავკაცმა „რეალთან“ საპასუხო თამაშის წინ ბოდიში მოიხადა.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, იურგენ კლოპმა „ალფრედო დი სტეფანოს“ სახელობის სტადიონი დაიწუნა. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მის შეგირდებს „სავარჯიშო მოედანზე“ მოუწიათ საკმაოდ მნიშვნელოვანი დაპირისპირების გამართვა. აღნიშნული სიტყვების გამო, „მერსესაიდელთა“ დამრიგებელს განმარტების გაკეთება და ბოდიშის მოხდა მოუწია:
„ვფიქრობ, ჩემმა კომენტარმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემი განზარხვა ნამდვილად არ ყოფილა ვინმეს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა. როგორც გავიგე, „რეალის“ საშინაო არენას რესკონტრუქცია უტარდება და მადრიდელებს „დი სტეფანოზე“ უწევთ შეხვედრების გამართვა. ეს მათი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩემთვისაც მისაღებია. თუ ვინმე შეურაცხოფილად იგრძნო თავი ჩემი განცხადების გამო, ბოდიშს ვუხდი.“
MARCA
- 14 აპრილი 2021
- 3 689
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.