„რეალმა“ ფინალური ვარჯიში „ენფილდზე“ გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ლივერპულთან“ მატჩისწინა ვარჯიში „ენფილდზე“ გამართეს...
ზინედინ ზიდანის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია, მათ შორის ფედერიკო ვალვერდე, რომელიც 100%-ით მზად არ არის.
ფრანგმა სპეციალისტმა ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობის კომპონენტსა და კარში დარტყმებს.
გარკვეული დროის შემდეგ ზიზუმ ვარჯიში დახურა.
- 13 აპრილი 2021
- 1 877
- 56