კლოპი:„„ლივერპული“ „რეალს“ პირველივე წუთებიდან შეუტევს“

იურგენ კლოპმა „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

„უდავოდ უნდა ითქვას, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე გამოცდილი გუნდია და არ მიკვირს, რომ ასეთი შედეგები აქვს ნაჩვენები. გასული კვირის მატჩის შემდეგ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის საშინაო არენის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. დიახ, ქომაგები მხარს ვერ დაგვიჭერენ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ.ლივერპულში საოცარი გარემო შეიქმნება და მათ გვერდში დგომას მაინც ვიგრძნობთ.“

„დიახ, ჩვენ არ გვექნება ხმაურინი სტადიონზე, მაგრამ ჩვენ გვექნება მოტივაცია, შემართება და სურვილი იმისა, რომ ½ ფინალში გავიდეთ. ჩვენს გუნდში დიდი შესაძლებლობების არსენალია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“

„ერთმანეთის წინააღმდეგ ორი დიდი გუნდი ითამაშებს. ჩვენი სტრატეგია არ იცვლება, მუდმივი შეტევა და ბრძოლა გამარჯვებისთვის, დანარჩენს კი მოედანზე ვიხილავთ და ყველა ერთად გავხდებით მომსწრენი იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.“

„რადგან 3-1 წავაგეთ, გამოდის, რომ ცუდად ვითამაშეთ და მეტოქე გვჯობდა, ახლა კი ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ და „რეალზე“ უკეთესი თამაშის ხარისხი ვაჩვენოთ. ზუსტად ვაცნობიერებთ სირთულეებს, მაგრამ უკან დასახევი გზა არ არის.“

„ბევრი „ქამბექი“ გვახსოვს, მათ შორის „ბარსელონასთან“, როდესაც ჩვენი ალბათ ძალიან ცოტას სჯეროდა, მაგრამ გუნდი გამარჯვებისთვის განეწყო და საოცრება დააფიქსირა. ანალოგიურის გაკეთებას ვაპირებთ ახლაც.“

„ალექსანდრ არნოლდი თავს კარგად გრძნობს, მასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. სეზონის მანძილზე განაპირა მცველს რამდენჯერმე ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია.“

„„რეალის“ გაჩერება 90 წუთის მანძილზე არავის შეუძლია. არ გამოვრიცხავ, რომ გოლი გავუშვათ, თანაც იმ ფონზე, რომ შეტევაში ხშირად მოგვიწევს წასვლა, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად ვართ და ბევრი გოლის გატანას ვაპირებთ.“

„გიჟური კალენდარის გამო, როგორც „რეალს“, ასევე „ლივერპულს“ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. ამ მხრივ იდენტურ ვითარებაში ვიმყოფებით.“

„კროოსი საოცარი ფიგურაა, შეხედეტ მის გადაცემებს და მიხვდებით, რა დონის მოთამაშესთან გვაქვს საქმე, მაგრამ კონკრეტული ფეხბურთელების წინააღმდეგ გეგმა არ არსებობს. „ლივერპული“ ეცდება, რომ კომპლექსურად შეუტიოს და გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოს. დიახ, „რეალმა“ ამ თამაშამდე „ბარსელონა“ დაამარცხა, მაგრამ ჩემს კლუბს ეს არ აინტერესებს.“

„ტონი ნამდვილი გენიოსია, ის ხშირად მახსენებს ბერნდ შუსტერს, მაგრამ ეს უკანასკნელი ალბათ უფრო დინამიური იყო. ტონის სხვა განსაკუთრებული თვისებები აქვს.“

„ვინისიუსი ბრწყინვალე თამაში არ გამკვირვებია. ყველამ კარგად ვიცით, რატომ დაიმატა სამეფო კლუბმა ბრაზილიელი ვარსკვლავი, მასში ნამდვილად დიდი პოტენციალი დევს.“


„ველი კარგ, სანახაობრივ და შთამბეჭდავ თამაშს. ყველაფერი მოედანზე უნდა მოხდეს, ამიტომ ბევრ ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს.

  • Hala
  • 13 აპრილი 2021
  • 2 147
  • 5

1

13 აპრილი 2021 17:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უიდესი დანაკლისი გვაქვს მაგრამ ბოლო 2 მატჩით თუ ვიმსჯელებთ მთლად უიმრდოთ არ უნდა ვიყოთ.... ისე მგონია დღეს 2 გოლს მაინც გავუტანთ,რადგან ლივე პირველი წუთიდან შეუტევს და სივრცეები დარჩებათ ბევრი

2

13 აპრილი 2021 17:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ase uimedod vart rac daiwyo es sezoni tumca exla rogor vart ki xedavt ... tavidanve shetevas daiwyeben da contr atala iqneba chveni iaragi swrapi goli tu ar miviget mere isinic paiqologiurad daixeven ukn

me mjera chveni bichebis hala madrid !!!

3

13 აპრილი 2021 18:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ლივერპულს ის დუხი არ ექნება რასაც ენფილდის კოშმარი ქვია, ეს რეალის წისქვილზე ასხამს წყალს, ზიზუ რის ზიზუა რომ შემართება და ფსიქოლოგიურად მოტივირებული არ გახადოს გუნდი, მშვიდად წყნარად და ლაღად გამოვა რეალი და იქნება კონტრზე ორიენტირებული, ჩემი აზრით 1-2 ან 2-2 მორჩება. ბარსელონას რომ ახსენებს იქ მესიმ და ყველამ ჩაიჯვა , ასევე დემბლემ 2 ისეთი გოლი ვერ გაიტანა რომ რავიცი, ასევე იყო ენფილდის ფაქტორიც ახლა კიდე არც ენფილდია და რაც მთავარია ზიზუს ფილოსოფია ფსიქოლოგია ძაან თემაა, სად ვალვერდე და სად ზიდანი !!!!!

4

13 აპრილი 2021 21:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
კლოპმაც აღნიშნა ვინისიუსის უდიდესი პოტენციალი და აქ გენიოსები ბრუციანს და უტვინო შლანგს ეძახის :დდ რავართ ეს ქართველები რა , პრაფესორები.

5

14 აპრილი 2021 19:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: guti14
უიდესი დანაკლისი გვაქვს მაგრამ ბოლო 2 მატჩით თუ ვიმსჯელებთ მთლად უიმრდოთ არ უნდა ვიყოთ.... ისე მგონია დღეს 2 გოლს მაინც გავუტანთ,რადგან ლივე პირველი წუთიდან შეუტევს და სივრცეები დარჩებათ ბევრი

თუ 2 გოლს გავიტანთ ჩათვალე გასულები ვართ რადგან მერე ლივერპულს 5 გოლი ექნება გასატანი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)