„რეალის“ ხელმძღვანელობა მილინკოვიჩის აგენტს შეხვდება
იტალიური გამოცემების ცნობით, სერგეი მილინოვიჩ-სავიჩის აგენტი, მატეა კეჟმანი მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.
ყოფილი ფეხბურთელი მოისმენს წინადადებას, რომელიც ფლორენტინო პერესს მილინკოვიჩ-სავიჩისთვის აქვს. საუბარია 6 წლიან კონტრაქტზე, სადაც სერგეის ხელფასი 8 მილიონი ევრო იქნება.
კეჟმანთან შეხვედრის პირველი ეტაპის შემდეგ სამეფო კლუბი რომის „ლაციოს“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას და საუბარს გეგმავს, ვინაიდან ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
სამეფო კლუბში ფიქრობენ, რომ ნახევარმცველის შეძენისთვის 65 მილიონი ევრო საკმარისი იქნება.
- 13 აპრილი 2021
- 959
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.