„რეალმა“ გადაწყვეტილება მიიღო - კარიმ ბენზემა!
მადრიდის „რეალმა“ კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ახალი საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში პირველ რიგში ფრანგ ფეხბურთელთან მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს.
ხელშეკრულება უკვე მზად არის, სადაც არცერთი პირობაა არაა შეცვლილი. თუ ბენზემა თანხმობას განაცხადებს, გუნდში 2022 წლის 30 ივნისის ნაცვლად 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება, მისი შემოსავალი კი არც გაიზრდება და არც შემცირდება.
„ბლანკოსმა“ ფეხბურთელის აგენტს უკვე წარუდგინა კონტრაქტი, რომელსაც მხოლოდ „9“-იანის თანხმობა სჭირდება.
- 13 აპრილი 2021
- 6 644
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.