ახალი პრეზიდენტის ტრანსფერები და ახალი „გალაქტიკო“ „რეალში“!
ფლორენტინო პერესი გახლავთ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სამეფო კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა და სწორედ ის უხელმძღვანელებს მსოფლიოს საუკეთესო კლუბს 2025 წლამდე.
სწორედ ფლორენტინო პერეს როდრიგესის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სამეფო კლუბში განხორციელდა. ესპანელი ბიზნესმენი 2 ეტაპის მანძილზე, ჯამში 18 წლის მანძილზე უდგას სათავეში „ბლანკოსს“ და აგრძლებს გუნდის აღმშენებლობას.
ფლორენტინოს აქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელთაგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია ბერნაბეუს რეკონსტრუქციაა. კლუბის პრეზიდენტი ოცნებობს, რომ სტადიონის რემონტის დასრულების შემდეგ ამ არენას მსოფლიო მასშტაბით კონკურენტი არ ჰყავდეს.
გარდა ამისა პრეზიდენტობის მომდევნო 4 წლის განმავლობაში პერესი აპირებს, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო გუნდების კიდევ უფრო განვითარებისთვის. კერძოდ, პერესი საფეხბურთო მიმართულებით „ახალი გალაქტიკოს“ მშენებლობას იწყებს და მსოფლიოს ვარსკვლავების დამატებას გეგმავს კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის და სხვების სახით.
ფლორენტინოს სურს, რომ 2025 წელს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, „ბლანკოსს“ კიდევ უფრო მეტი ტიტული ჰქონდეს მოგებული და მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობით იყოს დაკომპლექტებული, რომელიც ახალ ბერნაბეუზე ვარსკვლავებს მოწყვეტს.
- 13 აპრილი 2021
- 3 712
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.