ტიბო კურტუა - კედელი „ლივერპულისთვის“

ალბათ, არავისთვის არის ახალი, რომ კურტუა მსოფლიოს დონის მეკარედ ითვლება. მადრიდის „რეალი“ პრიმერას სატურნირო ცხრილში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იმყოფება, რაშიც ბელგიელ კიპერს ლომის წვლილი მიუძღვის.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის განმეორებით შეხვედრაში, რომელიც „ენფილდზე“ გაიმართება, ტიბოს მეტად მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე იდგება, ვინაიდან კარის მშრალად და საიმედოდ შენახვა, პირდაპირ კავშირშია პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალის საგზურის მოპოვებასთან. როგორც იცით, „წითლებს“ ორი გოლის გატანა მართებთ იმისათვის, რომ მადრიდელები განაწყენებულნი გაუშვან სახლში.

„ლივერპულის“ საშინაო არენა კურტუასთვის ნაცნობი ლოკაციაა. პრემიერ ლიგაში ასპარეზობის დროს, კურტუას ოთხი თამაში აქვს ჩატარებული ამ დიდებულ სტადიონზე და ნიშანდობლივია, რომ 3 შეხვედრაში მისმა გუნდმა ფრე დააფიქსირა, ხოლო ერთხელ გამარჯვება. ამასთანავე, ბელგიელს არასდროს მიუღია მასპინძლებისგან 1 გოლზე მეტი.

იმედი ვიქონიოთ, რომ ტიბოს წარმატებული გამოცდილება „რეალსაც“ გამოადგება ლივერპულში.

MARCA


1

12 აპრილი 2021 19:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დარწმუნებული ვარ ვალვერდე იქნება მარჯვენა მცველად და წინ ასენსიო ან როდრიგო.
3-5-3 შეიძლება

ნაჩო მილიტაო მენდი
ვალვერდე კროოსი მოდრიჩი კაზემირო ასენსიო
ვინიპუხა ბენზემა

2

12 აპრილი 2021 22:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 456
იმედია 14შიც მოწოდების სიმაღლეძე იქნება მერსისაიდულ კლუბთან
-----------------------
მე. წავედი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (81)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)