ვალვერდე მზად არის ტკივილგამაყუჩებლით ითამაშოს
ფედერიკო ვალვერდე „ლივერპულთან“ მატჩისთვის მზად არ არის, მაგრამ ზიდანს სთხოვს, რომ ინგლისში გუნდთან ერთად გაემგზავროს.
ურუგვაელი ფეხბურთელი მზად არის გამაყუჩებელი ნემსი გაიკეთოს და მოედანზე ამ ფონზე გავიდეს. ფედე მზად არის, მარჯვენა მცველის ფუნქციაც მოირგოს, თუ გუნდს ეს დასჭირდება.
არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ვალვერდე თავს საჭირო მოთამაშედ მიიჩნევს.
ზინედინ ზიდანს გადაწყვეტილების მიღება სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ მოუწევს.
- 12 აპრილი 2021
- 1 310
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.