მბაპე „რეალს“ უახლოვდება, „პსჟ“ შემცვლელად სალაჰს ასახელებს
ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპესთან დაკავშირებით „პსჟ“-ს ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს.
ფრანგი მიმომხილი ჟულიან მეინარდი დარწმუნებით იუწყება, რომ ფრანგულმა კლუბმა „ლივერპულს“ პირველი წინადადებით უკვე მიმართა და მერსისაიდელთა პოზიციითაც დაინტერესდა.
პარიზელები მბაპეს იდეალურ შემცვლელს სწორედ მო სალაჰში ხედავენ და თვლიან, რომ ნეიმარისა და ეგვიპტელის დუეტი ფლანგებიდან შესანიშნავად შეუტევს.
თავის მხრივ, „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მოვლენების განვითარებას მშვიდად აკვირდება და 150 მილიონ ევროს ამზადებს, რათა ზაფხულში შეთანხმება დაიხუროს და ფრანგი ფეხბურთელი მადრიდელი გახდეს.
- 11 აპრილი 2021
- 2 111
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.