ლა ლიგის მომდევნო ტურში „რეალს“ სერიოზული პრობლემები ექნება

„ელ კლასიკოს“ მოგებით განცდილი სიხარული მადრიდისტებს დიდხანს გაჰყვებათ, მაგრამ კატალონიელებთან მატჩში ზიდანმა ერთბაშად 4 ფეხბურთელი დაკარგა, რაც ისედაც ტრავმირებული ფეხბურთელების ფონზე სიტუაციის კიდევ უფრო ამძიმებს.

ნაჩო ფერნანდესმა ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც რიგით მეხუთე გამოდგა. ლა ლიგაში არსებული წესების მიხედვით ყოველი მეხუთე გაფრთხილება ერთ გამოტოვებულ მატჩს ნიშნავს. ნაჩეტე დისკვალიფიცირებულია და „ხეტაფეს“ წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

წითელი ბარათი მიიღო კაზემირომ და ზიდანის გუნდის დახმარებას ვერც ბრაზილიელი ფეხბურთელი შეძლებს.

ლუკას ვასკესის და სერხიო ბუსკეტსის შეჯახება მადრიდისტასთვის ფატალური შედეგით დასრულდა და ის მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.

ჯერ-ჯერობით კვლავ ბუნდოვანია ვალვერდეს მდგომარეობა, მაგრამ ის გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და დიდი ალბათობით აღდგენითი პროცესი დასჭირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნული იმის ფონზე ხდება, რომ ზინედინ ზიდანს დაცვის ცენტრში რამოსი და ვარანიც არ ჰყავს. გამოდის, რომ გუნდში მხოლოდ ერთადერთი ცენტრალური მცველია მილიტაოს სახით, მთავარ მწვრთნელს კი იმის საშუალებაც არ აქვს, რომ ედერს კაზემირო შეუწყვილოს. არ არის გამორიცხული ფრანგ სპეციალისტს „კასტილიელი“ მცველის გამოძახება მოუწიოს.

საბოლოო ჯამში „ხეტაფესთან“ მატჩში სამეფო კლუბს არ ეყოლება - ვასკესი, კარვახალი(მცირე შანსი მაინც არსებობს), ნაჩო ფერნანდესი, ვარანი, რამოსი, კაზემირო, ვალვერდე და ედენ აზარი.

შეგახსენებთ, ლა ლიგის 31-ე ტურს „მერენგები“ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 18 აპრილით არის დათარიღებული.

  • Bernabeu
  • 11 აპრილი 2021
  • 2 434
  • 8

1

11 აპრილი 2021 19:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
კარვახალიც იქნება რამოსიც და აზარიც. ვალვერდეს კი ლივესთან საეᲔვოა მაგრამ ხეტაფესთან 100% იქნება

2

11 აპრილი 2021 19:40

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32 656
  • |
  • კომენტარები: 272
ციტატა: LUCA MODRIC
კარვახალიც იქნება რამოსიც და აზარიც. ვალვერდეს კი ლივესთან საეᲔვოა მაგრამ ხეტაფესთან 100% იქნება


აზარი ხეტაფესთან დაბრუნების შემთხვევაში მაქსიმუმ 20 წუთს ითამაშებს. კარვახალი სავარაუდოდ ვერ იქნება, მაგრამ თუ იქნება ეგეც მაქსიმუმ 25 წუთს. რამოსთან დაკავშირებით კი სიახლე ჯერ კიდევ არ არის და მის დაბრუნებაზე იმედები ჯერ არ არსებობს. კაპიტანის დაბრუნების სავარაუდო თარიღად 24 აპრილი სახელდება „ბეტისთან“ მატჩში.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

11 აპრილი 2021 19:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
კარვახალიც იქნება რამოსიც და აზარიც. ვალვერდეს კი ლივესთან საეᲔვოა მაგრამ ხეტაფესთან 100% იქნება

Kargia eseni rom brundebian es tamashi ramenairad unda moigon tan madridshia da dzlieric araa es xetafe

Tu esenic ar iqnebian odriosola militao mendi Marcello mgoni yvelaze kargi varianti iqneba

Centrshi ki modrichi kroosi isco

4

11 აპრილი 2021 19:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ციტატა: Hala
აზარი ხეტაფესთან დაბრუნების შემთხვევაში მაქსიმუმ 20 წუთს ითამაშებს. კარვახალი სავარაუდოდ ვერ იქნება, მაგრამ თუ იქნება ეგეც მაქსიმუმ 25 წუთს. რამოსთან დაკავშირებით კი სიახლე ჯერ კიდევ არ არის და მის დაბრუნებაზე იმედები ჯერ არ არსებობს. კაპიტანის დაბრუნების სავარაუდო თარიღად 24 აპრილი სახელდ

სად კითხულონ თუ ძმა ხარ. აზარიც და კარვახალიც 1 კვირაა სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. რამოსს უფრთხილდებიან რომ რეციდივი არ ჰქონდეს და მაგიტომ არ ითამაშა არც ლივესთან და არც ბარსასთან. ხეტაფესთან იქნება, აი ნახავ.
ლივესთან კი ვალვერდე იქნება, კარვახალს უბრალოდ არ გარისკავენ, ხისტი უხეში და დაძაბული თამაში იქნება.
ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელებმა არ ითამაშონ, არის ის რომ ხეტაფეს მცველები ნაჯახებით დადიან მოედანზე და შეიძლება ზიზუმ არ გარისკოს, მაგრამ მოუწევს რადგან 1 ფრის შემთხვევაშიც ბარსა გადაგვასწრებს, არც ლიგა ანაღვლებთ და არც არაფერი, დასვენებულზე კი უნდა მოუგონ ჭ კლასის გუნდებს

ისე კასტილიაში ცენტრალურ ხაზში მშვენიერი ბიჭი თამაშობს, შანსი მისცეს ზიზუმ ახალგაზრდებს. ხეტაგეს მოდრიჩი კროოსი ვალვერდეც ეყოფა + ვინი როდრიგო და ბენზიც ხოდზეა.
მილიტაო + კასტილიის მცველი, მენდი და აქეთ მარსელო. მაინც მოვიგებთ

5

11 აპრილი 2021 19:59

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32 656
  • |
  • კომენტარები: 272
კარვახალს ინდივიდუალური პროგრამა აქვს. დღევანდელი ვარჯიშის ფარგლებშიც ჯგუფის მიღმა იყო. ამას გეუბნებით ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

Sergio Ramos continued his recovery program, while Carvajal trained on out on the pitch away from the group.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

6

11 აპრილი 2021 20:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 971
მთავარია ამ დანაკლისით ლივერპულს გავცდეთ და მერე ხეტაფეს მოუგოთ, თუ ეგ გამოგვივა მერე უკვე დაბრუნდებიან ალბათ ტრამვირებულები.
-----------------------
ჰალამადრიდ.

7

11 აპრილი 2021 20:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Livestan Kaze nacho iqnebian da xetafestan rogorme mar gareshec unda mougon

8

11 აპრილი 2021 22:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
რეალი გადამწყვეტ თამაშებს ყოველთვის იგებს. მთავარია ხეტაფეს მოუგონ, შემდეგ ყველა ბრუნდება.
ლივე 2 ბურთიანი სხვაობით მომგები არაა თან მშრალად, ტრამვირებულების ფონზეც კი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)