ოფიციალურად - ლუკას ვასკესის სამედიცინო დასკვნა ცნობილია!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ლუკას ვასკესის სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა.
ლუკას ვასკესის სრულფასოვანმა სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ ფეხბურთელმა „ბარსელონას“ დაპირისპირებაში მარცხენა ფეხის მუხლის დაზიანება მიიღო და მკურნალობის კურსს საჭიროებს.
ექიმების ვარაუდით, ვასკესისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. თუ ესპანელი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, გამოდის, რომ „ბარსელონასთან“ დაპირისპირება მოთამაშისთვის „რეალის“ მაისურით ბოლო აღმოჩნდება.
- 11 აპრილი 2021
- 2 593
- 19