კროოსი:„„რეალს“ პირველ ტაიმში ყველაფრის დასრულება შეეძლო“
ტონი კროოსმა „ელ კლასიკო“ შეაფასა და განაცხადა, რომ „რეალს“ ფაქტობრივად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში უწევს ფონს გასვლა.
„„რეალის“ თითოეული ფეხბურთელი ძალიან ბედნიერია, ვინაიდან უდიდესი გამარჯვება დავაფიქსირეთ. გუნდს ფაქტობრივად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში უწევს ფონს გასვლა. ამდენი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, მაგრამ ზიდანი რესურსს სრულფასოვნად ითვისებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ფრანგის საოცარ პროფესიონალიზმზე.“
„„ბარსელონასთან“ მატჩის პირველივე ტაიმში შეგვეძლო ყველაფრისთვის წერტილის დასმა, მაგრამ არ გაგვიმართლა და საბოლოოდ მეტოქეს შანსი მივეცით.“
„ვალვერდეს დარტყმა საოცარი იყო, მაგრამ მაშინ იღბალი „ბარსელონას“ მხარეს აღმოჩნდა, თუმცა ჩვენც გაგვიმართლა რამდენიმე მომენტში.“
„საუბარი იმაზე, რომ მენდი წესებს არღვევდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო სასაცილოდ მიმაჩნია, ამაზე კამათი არ ღირს. ყველა დამშვიდდება და სწორ დასკვნებს გამოიტანს.“
„მეორე ტაიმის მომენტს, როდესაც ბურთის დამორჩილება და გატანა ვერ შევძელი ახლაც ვნანობ, თუმცა ამინდის გაუარესების გამო ფეხბურთელთა ამოცანა გართულდა. ჩვენ მეორე ტაიმში სამი 100%-იანი მომენტი გვქონდა, მაგრამ გატანა ვეღარ მოვახერხეთ.“
- 11 აპრილი 2021
- 5 256
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.