პიკემ და კუმანმა გასახდელში მსაჯთან იჩხუბეს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალთან“ მატჩის შემდეგ, ჟერარ პიკე და რონალდ კუმანი გასახდელში მსაჯს ელოდებოდნენ.
ესპანელი ფეხბურთელი და ჰოლანდიელი სპეციალისტი ხესუს ხილ მანსანოს გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი გადაწყვეტილება პენალტის არდანიშვნასთან დაკავშირებით სამარცხვინო იყო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა რეაგირება სადისციპლინო კომიტეტის მხრიდან „ბარსელონელთა“ საქციელს.
- 11 აპრილი 2021
- 2 060
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.