რონალდ კუმანი:„მსაჯმა „ბარსელონას“ პენალტი წაართვა“
რონალდ კუმანმა „ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მსაჯი გააკრიტიკა.
„მსაჯმა „ბარსელონას“ პენალტი წაართვა, არავინ იცის რა მოხდებოდა, იმ მომენტში, რომ თერთმეტმეტრიანი დანიშნულიყო. ჩემი ფეხბურთელები ძალიან განაწყენებულები არიან, ზოგიერთს მათგანს უსამართლობა უკვე ყელში ამოუვიდა, რადგან ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც ადრეც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში.“
„არ ვამბობ, რომ „რეალს“ მომენტები არ ჰქონდა და გამარჯვება არ შეეძლო, თუმცა ჩვენ აშკარად დაგვჩაგრეს. მსაჯის გადაწყვეტილებები იყო სამარცხვინო, რომელმაც „ელ კლასიკოს“ ელფერი გააფუჭა.“
„რისთვის არსებობს VAR სისტემა, თუ ასეთ მომენტებში რეაგირება არ უნდა მოხდეს? ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.“
„ლა ლიგისთვის ბრძოლას განვაგრძობთ, წინ კიდევ 8 ტურია, სადაც შეიძლება ბევრი რამ მოხდეს.“
- 11 აპრილი 2021
- 3 081
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.