ზიდანი:„„ელ კლასიკოს“ მოგებას დიდი მნიშვნელობა ექნება“

ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა და ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა.

„რა თქმა უნდა ურთულეს თამაშს ველოდებით. ვიცით, რომ მკაცრი მეტოქე გვყავს, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ კარგად მოვემზადეთ და გამარჯვება გვსურს. არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში ყველაფერს გადაწყვეტს, მაგრამ ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრელი იქნება.“

„ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია, რომელსაც ამ ეტაპზე „ატლეტიკო“ ლიდერობს. თუ გავიმარჯვებთ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წინ, მაგრამ ჯერ კიდეც ბევრი ტურია წინ, სადაც ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.“

„ჩვენ ვიბრძვით, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. „ლივერპულთან“ გამარჯვებით მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის, სადაც სამეფო კლუბი მაქსიმალური შედეგებისთვის იბრძოლებს.“

„ვინისიუსს დიდი მომავალი აქვს. ბრაზილიელში განსაკუთრებული სიმშვიდის ნიშნები იკითხება, რაც ჩემს პატივისცემას კიდევ უფრო აღრმავებს, ჟუნიორი ძალიან ბედნიერია და მუშაობას აგრძელებს, მასზე ბევრი ლაპარაკი და აფორიაქება ნამდვილად არ იქნება სწორი ნაბიჯი. ჩვენ ეტაპობრივად ვუყურებთ წინახაზელის წინსვლას.“

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს „კლასიკო“ რამოსისთვის ბოლო არ იქნება და კონტრაქტს მალე გაახანგძლივებს. ესპანელი მოედანზე ჩვენთან ერთად ვერ იასპარეზებს, თუმცა გასახდელში გუნდთან ერთად იქნება და ყველა ფეხბურთელს გაამხნევებს, მისი სიტყვები რა თქმა უნდა უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს.“

„მოგების შემთხვევაში 3 ქულას მოვიპოვებთ, ისევე როგორც „ეიბართან“, თუმცა ეს არ არის რიგითი მატჩი.“

„თუ წავაგებთ ლა ლიგისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მსურს. ჩემი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.“

„კილიან მბაპეს ძალიან კარგად ვიცნობ და შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. როგორც ფეხბურთელს, მბაპეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რადგან ახლა ჩემი ფეხბურთელი არ არის, პრესკონფერენციაზე მასზე საუბარს უადგილოდ მივიჩნევ. ალბათ ბევრი რამ მალე გახდება ცნობილი. ახლა მოდით კვლავ „ელ კლასიკოზე“ ვისაუბროთ, ვინაიდან ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ.“

„არ მსურს, რომ ეს „ელ კლასიკო“ ლეო მესისთვის ბოლო იყოს. არგენტინელი კატალონიურ კლუბში უნდა დარჩეს, ის ლა ლიგას სჭირდება.“

„ედენ აზარი თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ განაცხადში არ იქნება, ის „ბარსელონას“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.“

„მილიტაო ძალიან ახალგაზრდაა, ბრაზილიელმა მადრიდში დიდი გამოცდილება დააგროვა. ვფიქრობ, ედერი სამეფო კლუბში დიდ წარმატებას მიაღწევს, ის მომავლის ფეხბურთელია.“

„ასენსიოს პროგრესი აშკარაა. უდიდესი ტრავმის შემდეგ მარკო მოედანს დაუბრუნდა და ეტაპობრივად შევიდა ფორმაში. ბოლო მატჩებში ესპანელმა შემტევმა რამდენიმე გოლის გატანა შეძლო და გუნდს დიდი დახმარება გაუწია.“

„აზარის მოედანზე გასვლა ჩემზე და ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე არ არის დამოკიდებული, ეს თავად ფეხბურთელის განსასაზღვრია.“

„მესი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია, მასთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. შესაძლოა არგენტინელმა გოლი ვერ გაიტანოს, მაგრამ ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთოს.“

  • Ramos
  • 9 აპრილი 2021
  • 11 041
  • 13

1

9 აპრილი 2021 18:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
ისეთი სასტავია ფრე არ გვქონდეს სანატრელი. მეგონა კარვა და აზარი დაბრუნდებოდნენ და ეგენიც ვერ მოკჯობინდნენ, პლიუს ვარანი და რამოსი რავი რა იქნება. ქულის აღებაც გაგვიჭირდება მაგრამ იმედია კიდევ გაგვაოცებენ და ისე ითამააშებენ როგორც ლივერპულთან, ამ იბრძოლებენ და ისე არ დათმობენ თამაშს. ურიგო არც ფრე იქნებოდა იქიდან გამომდინარე რომ დარწმუნებული ვარ ატლე ქულებს დაკარგავს ბეტისთან, არ გამიკვირდება კიდე რომ წააგონ, არც სუარესი ეყოლებათ არც ლორენტე და არც ფელიქსი და ჩათვალეთ ნახევარი გუნდი არ ჰყავთ.

2

9 აპრილი 2021 18:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
varans ra cud dros daemarta ar maqvs am militaos imedi saertod sheileba kazec daayenos centrshi zidanma da asec ajobebs

3

9 აპრილი 2021 18:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
ციტატა: kontaqti
varans ra cud dros daemarta ar maqvs am militaos imedi saertod sheileba kazec daayenos centrshi zidanma da asec ajobebs

კაზეს უეჭველი მესის დაუყენებს

4

9 აპრილი 2021 20:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: kontaqti
varans ra cud dros daemarta ar maqvs am militaos imedi saertod sheileba kazec daayenos centrshi zidanma da asec ajobebs

რავი წინა თამაშში ძაან კაი იყო და მე ეგ მილიტაო ძაან მომწონს კაი მცველია

5

9 აპრილი 2021 22:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 453
ელ კლასიკო მოგება ღირსების საქმეა

6

9 აპრილი 2021 22:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
ბარსამ ვერ ვზვდები რაპონტში უნდა მოიგოს

7

9 აპრილი 2021 23:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 142
ციტატა: durantulaaaaaa
ციტატა: kontaqti
varans ra cud dros daemarta ar maqvs am militaos imedi saertod sheileba kazec daayenos centrshi zidanma da asec ajobebs

შენ ჯობია საიტი გამოიცვალო,რა ტვინი წაიღე ტო,ამის იმედი არ მაქვს იმის იმედი არ მაქვს,არადა ვერ გაარტყი ამ სეზონში ვერაფერი,რეალს არსად შანსი არააქვსო,ამოისვა ყველა და ეხა სხვანაირად აჭიკჭიკდი,მთელი სეზონი მენდის ასხავდი და ამსეზონის საუკეთესო იგროკია,მილიტაოს ასხავდი და დედაუტირა ლივერის შემტევებს,თუ რეალის ფანი არ ხარ ეგ მაინც თქვი,შევწუხდით უკვე,კიდე კასილასი ზი ბესტ რო არი,იმენა მთელი სეზონი ზიდანს ასხავდა და ეხა აღარ ჩანს ვაფშე,სირცხვილია ესეთი ფანობა,საიტზეც კი ტეხავს ესეთების წერა რასაც თქვენ აკეთებთ
რაც შეეხება კლასიკოს,ზიდანს აქცენტი რა თქმა უნდა ლიგაზე აქვს,ბავარიაც გამოისვეს,თავიდანვე ვიძახდი რო ფინალი რეალი ბაყაყიჭამიებია სადაც გამოვისვავთ ფრანგებს თქო,მოდრიჩის დასვენება მაგას ნიშნავს ზუსტად,არ გამიკვირდება კეოოსიც რო დაასვენოს,ეს თამაში რო წყვიტავდეს ჩემპიონობის ბედს ბაზარი არაა დაახევდა ბურთს თავზე მაგრამ კატლეტიკო წინაა და ან წააგებს ანარა ეგ ტრუხა ბაზარია,შეილება ყვეკა წააგოს მარა ეგ პოხუი,მთავარი ლიგაა,თუ ლიგა დავდეთ ტრანსფერების გაკეთების ფუფუნებაც გვექნება,ლალიგა უნდა დაიკიდოს ზიზუმ,ამიტო მგონია რო პუტას დაუწვება მაგრამ ეგენი ისეთი ხისთავიანები არიან მაინც ვერ მოგვიგებენ მგონი

8

9 აპრილი 2021 23:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: F_E_N_N_I_X
Ise jigaro eg bichebi romlebic moixsenie mgoni halas gaxsnis dgidan aq arian

9

10 აპრილი 2021 09:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 971
აზარი როგორ დაამტვრია იმ ახვარმა ისე რომ არ ეღირსა ტიპს კლასიკოს თამაში, უნდა მოვიგოთ. ჰალამადრიდ.
-----------------------
ჰალამადრიდ.

10

10 აპრილი 2021 12:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჩემი აზრით ეს მატჩი არაფერს არ წყვეტს. ამის გარდა წინ 7 ტურია კიდე, ზიდანი აქცენტს ლივერპულზე აკეთებს და აი ნახავთ მოდრიჩიც კი სათადარიგოზე იქნება, რამოსაც არ რისკავს, არც კარვახალს, რომელბიც ლივერპულისთვისთვის გამოადგება ასევე არც აზარი შეიყვანა განაცხადში, მოკლედ რამეს რომ ნიშნავდეს ეს მატჩი ზიდანი გარისკავდა კი არა აი რავიცი როგორ გარისკავდა :დ ეს სიტუაცია თუ ვერ გამოიყენ ბარსელონამ და აი რავიცი უნდა დაწვან :დ

11

10 აპრილი 2021 12:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 983
3 ძირითადის მცველი არ ეყოლება რეალს და თან ოთხშაბათს ლიგის განმეორებითი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. ანუ მთლად 100%-ით ვერ დაიხარჯება. თუ ახლაც ვერ მოუგო ბარსელონამ, მთელი გულით რეალს ვუგულშიმატკივრებ დარჩენილ შეხვედრებში.

12

10 აპრილი 2021 14:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 628
იმედია მოვიგებთ თუმცა ვფიქრობ ფრეც არაა ცუდი შედეგი იმიტომ რომ ატლეც ბეტისს ეთამაშება გასვლაზე და დიდი ალბათობით სუარესის და ლორენტეს გარეშე ვერ მოუგებენ, ასევე ჩვენთან შედარებით რთული მატჩები აქვთ იმათ და ერთმანეთთანაც სათამაშო აქვთ. რეალი ან ბარსაა ჩემპიონი, ატლეტიკოს ურთულესი კალენდარი აქვს და თან 1 თვე სუარესი არ ეყოლებათ. დღეს თუ მოვიგებთ უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ ჩემპიონობისკენ, მარა როგორც ვთქვი ფრეც არ იქნება ურიგო.
-----------------------
HALA MADRID!

13

11 აპრილი 2021 08:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 117
ზიზუ ყველა დროის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყავი და ეხლა ყველა დროის ყველაზე ძლიერი მწვრთნელიც გახდი.მთელი მადრიდი ამაყობს შენით და შენი ჰიპერ რეალით.აბა,შენ იცი ლომო.....ყოველთვის ბდღვირი და ბოლი ადინე კულეებს.......HALA MADRID.......

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)