ჯოშუა კიმიხი მადრიდის „რეალში“?
გერმანული გამოცემების ცნობით, ჯოშუა კიმიხი მიუნხენის „ბაიერნის“ დატოვების პერსპექტივას განიხილავს.
გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ გამოხატავს და თვლის, რომ კიმიხის სახით ნახევარდაცვაში ძალიან სტაბილურ, ტექნიკურ და ტაქტიკურად განსწავლულ ფეხბურთელს დაიმატებს.
მადრიდში კიმიხს ტონი კროოსის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ. ფაქტია, რომ ზიზუს გუნდის ნახევარდაცვაში ადრე თუ გვიან გარდამტეხი ცვლილებები გარდაუვალი იქნება.
26 წლის კიმიხმა „რეკორდმაისტერს“ ახალ კონტრაქტზე ერთხელ უკვე უთხრა უარი, თუმცა მას მოქმედი ხელშეკრულება 2023 ეწურება.
გერმანული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს კიმიხის სანაცვლოდ 70-75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
- 9 აპრილი 2021
- 4 225
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.