ვასკესმა „რეალს“ უარი ხელფასის შენარჩუნებაზეც უთხრა
ესპანური გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, ფლორენტინო პერესმა ლუკას ვასკესს კიდევ ერთი წინადადებით მიმართა, მაგრამ როგორც სჩანს, თავად ფეხბურთელს „ბლანკოსში“ თამაში აღარ სურს.
„მერენგებმა“ ვასკესს ხელფასის არა დაკლება, არამედ შენარჩუნება შესთავაზეს, თუმცა ლუკასს პრეტენზია შემოსავლის 10%-ით გაზრდასა და 4 წლიან კონტრაქტზე აქვს.
„ბლანკოსი“ მზად არის, ესპანელ შემტევს ხელფასი შეუნარჩუნოს და 3 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს.
ამასთანავე, გერმანული გამოცემები იუწყებიან, რომ „ბაიერნმა“ ესპანელის აგენტთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად დაასრულა და მალე ცნობილი გახდება, რომ ვასკესი კარიერას ბუნდესლიგაში განაგრძობს.
- 8 აპრილი 2021
- 1 416
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.