რონალდო: "კაკა მუნდიალზე გაიბრწყინებს"
პორტუგალიის პირველ მატჩამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი დღე, მანამდე კი კრიშტიანო რონალდომ კომენტარი გააკეთა.
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ და იმედია ამას მინდორზეც დავამტკიცებ."
"ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრი დაბრკოლება შემხვდა და სულ მიწევდა მათი გადალახვა. ჩემი მომდევნო დაბრკოლება მსოფლიო თასია. მინდა გავიტანო რაც შეიძლება მეტი ბურთი და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოვიპოვო."
"მე არ ვღელავ იმაზე, ვიქნები თუ არა კარგ ფორმაში. ვარჯიშს გავაგრძელებ და გოლების გატანაც არ გამიჭირდება. ძალიან მინდა მუნდიალის ისტორია შევქმნა. იმედია წარმატებას აუცილებლად მივაღწევ."
"ასევე ისტორიის შექმნის შანსი აქვს კაკას, მე მისი მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ გაიბრწყინებს. ჩვენ ერთად კი მადრიდის "რეალის" ისტორიას შევქმნით."
- 13 ივნისი 2010
- 2 040
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.