„რეალმა“ ელ კლასიკოსთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაიწყეს. გამომდინარე იქედან, რომ ზიდანის გუნდს შემჭიდროვებული კალენდარი აქვს, დასვენების დრო არ არის.
დღევანდელ სესიაზე დატვირთვა მიიღო ედენ აზარმაც, რომელიც შესაძლოა „ბარსელონას“ წინააღმდეგ განაცხადში მოხვდეს. ასევე ივარჯიშა დანი კარვახალმაც.
ორივე მოთამაშეს განაცხადში ელოდებიან. სერხიო რამოსი აღდგენით პროცესს განაგრძობს, ის კიდევ 3-4 კვირა ვერ დაეხმარება გუნდს.
დღევანდელ ვარჯიშზე გუნდმა დიდი ყურადღება დაუთმო მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს, ტაქტიკურ მონახაზებსა და ბურთის ფლობას. ხვალ „მერენგები“ კიდევ ერთ სესიას გამართავენ.
- 7 აპრილი 2021
- 908
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.