კაზემირო:„„ელ კლასიკოს“ წინ დიდი მუხტი მივიღეთ“
ბრაზილიელმა კაზემირომ „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„საკმაოდ რთულ ფაზაში შევედით, რომელიც აუცილებლად წარმატებით უნდა დავძლიოთ. ჩემი აზრით, ამ გამარჯვებით უდიდეს მუხტს მივიღებთ და „ბარსელონასთან“ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„კატალონიელებზე ფიქრს ახლა ვიწყებთ, აქამდე ჩვენი საზრუნავი მხოლოდ იურგენ კლოპის გუნდის დამარცხება იყო.“
„„ლივერპულს“ ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის ხაზი ჰყავს. ვთვლი, რომ ჩვენმა დაბალანსებულმა და გააზრებულმა ფეხბურთმა მერსისაიდული კლუბი დააბნია და საბოლოო ჯამში ტაბლოზე კანონზომიერი შედეგი აისახა.“
„ 3-1 ნამდვილად არ არის ის ანგარიში, რომელიც სიმშვიდის უფლებას მოგვცემს, ჩვენ პირველივე წუთებიდან უნდა დავიხარჯოთ იმისათვის, რომ „ენფილდზე“ წარმატებას მივაღწიოთ.“
- 7 აპრილი 2021
- 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.