ზიდანი:,,კლოპის სიტყვები არაფერს ნიშნავს, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტადიონით"

ზინედინ ზიდანმა „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ვამაყობ, რომ ასეთი გუნდი მყავს. „რეალმა“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მართალია მეორე ტაიმის დასაწყისში მოვდუნდით და დავისაჯეთ, თუმცა საერთო ჯამში მეტოქეზე მაღლა ვიდექით და საკმაოდ კარგი უპირატესობა მოვიპოვეთ.“

„4-3-3 სისტემა გამოვიყენე, სადაც ბევრი ცვლილება არ განმიხორციელებია. ვარანის არყოფნის გამო, სასტარტოში თამაშის უფლება მილიტაომ მიიღო.“

„ვინისუს ჟუნიორიდ დიდ ნდობას იმსახურებს, ის დიდებული ფეხბურთელია და მჯერა, რომ კიდევ უფრო განვითარდება. ჩვენ მასზე დიდ ავანსებს გავცემთ.“

„ნამდვილად არ ვიცი, იყო თუ არა ეს მატჩი ჟუნიორის კარიერაში საუკეთესო, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო.“

„მსურს, პასუხი გავცე იურგენ კლოპს, რომელსაც ჩვენს არენასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა. მადრიდის „რეალის“ თითოეული ფეხბურთელი ამაყობს დონ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის არენაზე თამაშით და ეს თემა დახურულია.“

„გულშემატკივართან ერთადაც და მის გარეშეც, „ლივერპული“ ყველაფერს იღონებს „ენფილდზე“ გასამარჯვებლად, ამიტომ უშეღავათო ბრძოლას ველი და ვიცი, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია და ყველაფერი წინ გვაქვს.“

„„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელობა? ახლა „რეალს“ ვუდგავარ სათავეში.“


1

7 აპრილი 2021 14:57

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 148
  • |
  • კომენტარები: 486
მენდიზე რატო არავინ არაფერს ამბობს სასწაული თამაში ქონდა ძალიან მაგრად იდგა დაცვაში, მილიტაოც ძლიან კარგი იყო!
-----------------------
15 LOADING...

2

7 აპრილი 2021 14:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
"მადრიდის „რეალის“ თითოეული ფეხბურთელი ამაყობს დონ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის არენაზე თამაშით და ეს თემა დახურულია."- სასწაული პასუხია ზიზუ. კლოპს დი სტეფანოს შესახებ მაინც არ სმენია? მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლეგენდარული, ტიტულოვანი, პატივსაცემი. სტადიონი თუ არ მოგწონს თავი მაინც შეიკავე და ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის სტადიონს დამცინავად ნუ მოიხსენიებ. აი რა სხვაობაა ზიზუს და სხვა მწვრთნელებს შორის. ასეთ კომენტარს ზიზუ არასდროს გააკეთებდა. მოვლენაა ეს კაცი რა <3

3

7 აპრილი 2021 15:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
კლოპს ეგეთი რამე არ ეკადრბოდა, ჩემ თვალში განულდა.

4

7 აპრილი 2021 16:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Batumski
კლოპს ეგეთი რამე არ ეკადრბოდა, ჩემ თვალში განულდა.

Chems tvalshi isedac araferi ar iyo da exla ufro metad shemezizga

Nabichvari ega

5

7 აპრილი 2021 16:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: tskito
მენდიზე რატო არავინ არაფერს ამბობს სასწაული თამაში ქონდა ძალიან მაგრად იდგა დაცვაში, მილიტაოც ძლიან კარგი იყო!

თან ყვითელ ბარათზე იჯდა..... კედელია მენდი, მართლა მაგრად ითამაშა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)