კლოპი:„თავი სავარჯიშო მოედანზე გვეგონა, წინ „ენფილდია““
იურგენ კლოპმა „რეალთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ ტაიმში ჩემმა გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა და ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით. „რეალმა“ 2 ბურთიანი სხვაობა სამართლიანად მოიპოვა და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.“
„არ ვიცი, რა მოტივის ამოძრავებდა მსაჯს, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები პირადად ჩემი სუბიექტური აზრით ხშირად იმსახურებდა კრიტიკას.“
„მეტი შანსი უნდ შეგვექმნა. მეორე ტაიმში ჩვენ პროდუქტიული ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ის ინტენსივობა მაინც არ გვქონდა, რაც საჭირო იყო.“
„კროოსისა და მოდრიჩის სახით „რეალს“ მსოფლიოში საუკეთესო დუეტი ჰყავს. ისინი ძალიან სწრაფ შეტევებს იწყებენ და ასევე შეუძლიათ ტემპის დაგდება. ხორვატმა და გერმანელმა საოცრად ითამაშეს.“
„წინ „ენფილდია“, დარწმუნებული ვარ, კარგი შესაძლებლობა მოგვეცემა იმისათვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და 1/2 ფინალში გავიდეთ.“
„„რეალი“ ძალიან კარგად ჩქარდება, კონტრ-შეტევაზე პროდუქტიულია და ეს ამოცანას ართულებს. ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რომ საშინაო არენაზე შევუტიოთ. „დი სტეფანოსგან“ განსხვავებით „ენფილდზე“ მაინც გვექნება სტადიონის აღქმა და კომფორტულად ვიქნებით. თავი სავარჯიშო არენაზე მეგონა, ამის შესახებ ზიზუსაც ვუთხარი.“
- 7 აპრილი 2021
- 22 404
- 9