ენრიკე რიკელმე:„ზიდანი „რეალის“ მწვრთნელის პოსტიდან გავუშვებ“
ენრიკე რიკელმე საკმაოდ ამბიციურ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და გეგმებიც საკმაოდ სერიოზული აქვს. ფლორენტინო პერესის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ ზიდანმა სამეფო კლუბში რესურსი ამოწურა.
„„რეალს“ სჭირდება ახალი სტილი და ახალი სისხლი. ვფიქრობ, რომ ზიდანმა რესურსი ამოწურა და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. ჩემი პირადი სიმპატია იურგენ კლოპია, თუმცა ამაზე საუბარი ახლა ნამდვილად არ ღირს.“
„ფლორენტინო პერესმა საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩაატარა და გუნდის რესურსი გააორმაგა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავასამმაგოთ. მე მაქვს გეგმა, რომელიც მომდევნო 8 წლის განმავლობაში სამეფო კლუბის შემოსავლებს კოლოსალურს გახდის, რაც პირდაპირ აისახება გუნდის შემადგენლობასა და პოტენციალზე.“
„თუ პრეზიდენტი გავხდები, „ბლანკოსი“ ისტორიულ სატრანსფერო კამპანიას აწარმოებს, რადგან გუნდში ცვლილებების საჭიროებას ვხედავ.“
„კონკრეტულად ჰოლანდი? მისი საკითხი საკმაოდ ბევრჯერ მაქვს განხილული. „დორტმუნდს“ ნორვეგიელის კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნება სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი კარგი წინადადება იქნება.“
- 6 აპრილი 2021
- 4 029
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.