„ლივერპულმა“ ფინალური ვარჯიში ინგლისში გამართა და მადრიდში გაემგზავრა
იურგენ კლოპის გადაწყვეტილებით, „ლივერპულმა“ ფინალური ვარჯიში არა მადრიდში, არამედ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართა.
სესიის ბოლოს გუნდმა აეროპორტისკენ აიღო გეზი და ესპანეთის დედაქალაქში გაემგზავრა.
მადრიდში ჩაფრენის შემდეგ გუნდი სასტუმროში გადაინაცვლებს, სადაც დაისვენებს და „რეალთან“ მატჩზე გადაიტანს ყურადღებას.
ვიზიტის ფარგლებში არ არის დაგეგმილი არცერთი ღონისძიება არც ჟურნალისტებთან, არც ქომაგებთან და არც სხვა ოფიციალურ პირებთან.
- 5 აპრილი 2021
- 1 892
- 30