კლოპი:„„რეალი“ ყველაზე გამოცდილი გუნდია, მაგრამ ჩვენ მოგება შეგვიძლია“
იურგენ კლოპმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ამ მატჩს არაფერი ექნება იმასთან საერთო, რაც 2018 წლის ფინალში მოხდა. დიახ, სერხიო რამოსის საქციელმა მაშინ ძალიან აღმაშფოთა და ვთვლიდი, რომ ცუდი რამ მოხდა, თუმცა ახლა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. „რეალის“ კაპიტანს ჩემ დაბადების დღეზე ნამდვილად არ მოვიწვევდი, თუმცა ის დიდ პატივისცემას იმსახურებს.“
„დღემდე ვთვლი, რომ მუჰამედ სალაჰთან ერთად „ლივერპული“ იმ ფინალის მოგება შეძლებდა. სანამ ეგვიპტელი მოედანზე იყო, ჩემი გუნდის უპირატესობა აშკარა გახლდათ.“
„„რეალს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ზიდანმა კარგად იცის, როგორ უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგის მატჩები. ამ გუნდის გამოცდილება ფასდაუდებელია.“
„„ბლანკოსის“ მწვრთნელობაზე არ მიფიქრია და არც ვნანობ, რომ „მერენგების“ სათავეში არ ვყოფილვარ. „ლივერპულში“ კარგი გარემო მაქვს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ესპანური ამინდი ძალიან მიყვარს“
„ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირ შურისძიებაზე. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ ბრძოლა მძიმე იქნება, თუმცა გამარჯვება შესაძლებელია.“
„ზიდანს ახლავე ვეტყოდი, რომ „ლივერპულმა“ იცის, რა დონის გამოცდილების მქონე გუნდთან აქვს საქმე.“
- 5 აპრილი 2021
- 10 051
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.