რაიოლა:„ჰოლანდის „რეალში“ გადაყვანის სანაცვლოდ 20 მილიონი არ მომითხოვია“
ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ ნორვეგიელი ფეხბურთელის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩვენ ვიმყოფებოდით ესპანეთში და საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. ვფიქრობ, საკმაოდ ბუნებრივ პროცესთან გვაქვს საქმე და აქ კითხვები არ უნდა არსებობდეს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციების ნახევარი ტყუილია. მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ჰოლანდის „რეალში“ გადაყვანის სანაცვლოდ ბონუსის სახით 20 მილიონი ევრო არ მომითხოვია, ეს არის დიდი ტყუილი, რომელიც არ ვიცი ვინ მოიგონა.“
„სად გააგრძელებს კარიერას ერლინგი? ამაზე საუბარს მაშინ შევძლებთ, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იქნება ღია. ჩვენთვის ნორვეგიელის მომავალი ძალიან ფრთხილ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული. მის „ბლანკოსში“ ტრანსფერზე შემიძლია გითხრათ, რომ დაინტერესება მართლაც არსებობს.“
- 5 აპრილი 2021
- 5 019
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.