„რეალმა“ „ლივერპულისთვის“ მზადება დაასრულა
ზინედინ ზიდანმა „ლივერპულთან“ მატჩის წინ ბოლო სესია გამართა.
მერსისაიდელთა მისაღებად ყველაფერი მზად არის. უდიდესი დანაკლისის მიუხედავად, სამეფო კლუბი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობით იასპარეზებს. დღეს დიდი ყურადღება დაეთმო სისწრფეების განვითარებას, კონტრ-შეტევას და პრესინგს. მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ორად გაყო და სხვადასხვა დავალება მისცა.
კოლექტივთად ერთად ვარჯიშობს ფედერიკო ვალვერდე. ურუგვაელ ფეხბურთელს მოედანზე 30-40 წუთის დაყოფა შეუძლია.
დანიელ კარვახალი მუშაობდა, როგორც სატრენაჟორო დარბაზში, ასევე მწვანე მინდორზე. ესპანელი ფეხბურთელი კლოპის გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
აღდგენით პროცესს განაგრძობს სერხიო რამოსიც, რომელიც მოედანს რამდენიმე კვირით ჩამოშორდა.
- 5 აპრილი 2021
- 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.