ვასკესი მაქსიმუმს გაიღებს
ლუკას ვასკესს მოტივაცია ფაქტობრივად აღარ აქვს, ვინაიდან მადრიდის „რეალთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია, მაგრამ ესპანელი ფეხბურთელი გაჩერებას არ აპირებს, მისი მოტივაცია კი მომავალი კლუბი იქნება.
ესპანელს სურს, რომ მსურველი კლუბების ყურადღება კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით მიიპყროს და საბოლოო ჯამში ტოპ გრანდში მოხვდეს.
ამ ეტაპზე ლუკასის მიმართ ინტერესს „ბაიერნი“ და პრემიერლიგის გრანდები იჩენენ, თუმცა მას გული ბუნდესლიგისკენ მიუწევს.
თავის მხრივ, „რეალი“ პოზიციას არ ცვლის და თუ ვასკესი 3 წლიან კონტრაქტს და 15%-ით შემცირებულ ხელფასს დათანხმდება, „ბლანკოსში“ დარჩენის შესაძლებლობაც ექნება.
- 4 აპრილი 2021
- 1 000
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.