„ლივერპულთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
დასვენების დრო არ არის. ზინედინ ზიდანმა გუნდი შეკრიბა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყო.
მოთამაშეები, რომლებიც „ეიბარის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, აღდგენითი პროცესით დაკავდნენ და ვარჯიშის პირველი ნაწილი სატრენაჟორო დარბაზში გაატარეს.
მეორე ნაწილში ზინედინ ზიდანმა დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და პრესინგს.
კარვახალი და ფედერიკო ვალვერდე განსხვავებული პროგრამით ვარჯიშობდნენ, სერხიო რამოსი კი აღდგენით პროცესს ინდივიდუალურად გადის.
- 4 აპრილი 2021
- 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.