„ჩელსი“ ვასკესის ტრანსფერზე გააქტიურდა
ლონდონის „ჩელსის“ ლუკას ვასკესის უფასოდ დამატების პერსპექტივა ხიბლავს. ესპანელ ფეხბურთელზე ევროპაში ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული, თუმცა დღეის მდგომარეობით ყველაზე დიდ შანსს მიუნხენის „ბაიერნი“ ფლობს, ვინაიდან თავად ფეხბურთელს იზიდავს „რეკორდმაისტერში“ თამაში.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ტომას ტუხელს ვასკესთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, სადაც „ჩელსიში“ არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები გააცნო.
ტუხელს სურს, რომ მომდევნო სეზონში უდიდესი კონკურენციის მიუხედავად პრემიერლიგა მოიგოს, ამისთვის კი უმთავრესი გრძელი სათადარიგოთა სკამი და დიდი რესურსი იქნება.
„არისტოკრატები“ ვასკესს 4 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, რომლის საერთო ღირებულებაც 21 მილიონი ევრო იქნება. გამოდის, რომ წლიურად ვასკესს 5.2 მილიონზე ცოტა მეტის გამომუშავება შეეძლება.
- 4 აპრილი 2021
- 875
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.