კლოპი:„„რეალს“ და „ლივერპულს“ შიდა ჩემპიონატში შანსი აღარ აქვთ“
იურგენ კლოპის აზრით, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში როგორც „რეალი“, ასევე „ლივერპული“ უშეღავათოდ იბრძოლებს, რასაც საკუთარი მიზეზები აქვს.
„არც „რეალს“ და არც „ლივერპულს“ შიდა ჩემპიონატში შანსები არ აქვს, სწორედ ამიტომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში უშეღავათო ბრძოლას ველი. ზიდანმა იცის, რომ თუ ჩემი გუნდი გაიმარჯვებს, მის კოლექტივს უტიტულოდ დარჩენა ემუქრება, ამიტომ წარმოდგენაც კი რთულია, რა დონეზე ამზადებს ის საკუთარ ფეხბურთელებს.“
„ჩვენ ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სამუშაოც ბევრი გვაქვს. ვიცით, რომ „რეალი“ ყველაზე გამოცდილი გუნდია და ურთულეს მეტოქესთან გვიწევს ორთაბრძოლა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა და 1/2 ფინალში გასვლაზე ვაცხადებთ პრეტენზიას.“
- 4 აპრილი 2021
- 9 463
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.