იგუაინი: არგენტინა ფავორიტია, გახარებულები ვართ
გონსალო იგუაინმა, ნიგერიასთან შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა კმაყოფილება ვერ დამალა მიღწეული შედეგით და დასძინა, რომ მარადონას ნაკრებს კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია.
"ჩვენ შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ და ფანებს უდიდესი სიხარული მივანიჭეთ. ბედნიერი ვარ, რომ მომიწია ნიგერიელთა წინააღმდეგ თამაში. ეს იყო ჩემი დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე. მუნდიალი სულ სხვა განზომილება და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი გამოცდილებაა."
"მიუხედავად იმისა, რომ მე და ლეოს რამდენიმე 100 % -იანი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, გახარებული ვარ და ვთვლი, რომ იმ მომენტებში უბრალოდ არ გაგვიმართლა. მომდევნო თამაშებში ჩვენ გაცილებით უფრო მონდომებულები გავალთ მოედანზე და უფრო მეტი გოლის გატანას ვეცდებით."
"ძალიან მსურს მუნდიალის ბომბარდირობა, თუ მე ამას მოვახერხებ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში არ იქნება."
"ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელების გვერდზე თამაშები როგორებიც, ლეო მესი, ვერონი, მასკერანო, ტევესი და სხვანი არიან."
"ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ, რომელიც იბრძოლებს სამშობლოში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნებისთვის."
- 13 ივნისი 2010
- 1 727
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.