ზიდანი სალაჰის და მანეს შესაჩერებლად სპეციალურ ტაქტიკას ამუშავებს

ზინედინ ზიდანი „ლივერპულთან“ დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. სამეფო კლუბს სულ რაღაც 3 დღე აქვს იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდეს.

„რეალის“ დანაკლისი უზარმაზარია, რაც პირველ რიგში რამოსის არყოფნას ითვალისწინებს. ასევე მზად არ არიან აზარი და ვალვერდე, თუმცა ისინი შესაძლოა განაცხადში მოხვდნენ.

ესპანური გამოცემების ცნობით, ზიზუ მანესა და სალაჰის შესაჩერებლად სპეციალურად გეგმავს ამუშავებს, რომელიც 3-5-2 სქემაც ითვალისწინებს.

დაცვის ცენტრში სავარაუდოდ ნაჩო, მილიტაო, ვარანის ტრიო უნდა ვიხილოთ, ფლანგებზე კი მენდი და ლუკას ვასკესი, რომლებიც დაცვაშიც ინტენსიურად იქნებიან და შეტევაზეც ბევრს იზრუნებენ.

ზიდანის აზრით, „ლივერპულს“ დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს, ამიტომ „რეალის“ სწრაფი და ფლანგიდან განვითარებული შეტევები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება დანი კარვახალი და განმეორებით დაპირისპირებაში ის შესაძლოა მოედანზე ვიხილოთ.


1

4 აპრილი 2021 11:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ზოგადად 3-5-2 სქემა ზალიან არ მომწონს, მაგრამ ამ ფორმაციის რეალში იდეალური ვარიანტია და ბრავო ზიზუს რომ მიაგნო ბოლობოლო წარმატების გასაღებს.

ასეთი გუნდით შეიძლება უკვე რაღაცაზე ფიქრი რა. იქ კარვახალც დაბრუნდება და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)