საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო
მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალში“ სულ მალე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. შესაბამისმა სამსახურებმა პროცედურები უკვე დაიწყეს.
კანდიდატურის წამოყენების ვადა 12 აპრილს ამოიწურება. ცნობილი ხდება, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობისთვის იბრძოლებენ ფლორენტინო პერესი, ვისენტე ბოლუდა და ენრიკე რიკელმე.
ამასთანავე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრაცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფლორენტინო პერესს აქვს გავლილი.
თუკი ბოლუდა და რიკელმე გადაწყვეტილებას შეცვლიან, შესაბამისი წესდების მიხედვით პერესი ავტომატურად გახდება პრეზიდენტი, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ პერესს კონკურენტები აუცილებლად ეყოლება.
- 4 აპრილი 2021
- 1 396
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.