კროოსმა მე-200 მატჩი მოიგო!
ტონი კროოსმა მადრიდის „რეალის“ მაისურით მე-200 დაპირისპირება მოიგო და ისტორიაში შევიდა. ის არის პირველი გერმანელი, რომელმაც აღნიშნული რაოდენობის მატჩების მოგება შეძლო...
200 მატჩის მოსაგებად ტონის 314 მატჩი დასჭირდა, ის სამეფო კლუბში 2014 წლიდან მოყოლებული ირიცხება და 14 ტიტულს ფლობს, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგის თასია.
კროოსმა 200 მატჩიდან 139 ლა ლიგაში მოიგო, 44 ჩემპიონთა ლიგაზე, 5 სამეფო თასზე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ტურნირზე.
კროოსის ანგარიშზე „ბლანკოსის“ მაისურით 314 მატჩი და 21 გატანილი გოლია.
- 3 აპრილი 2021
- 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.