ზიდანი:„ვიმედოვნებ, გადამწყვეტ მატჩებში აზარი და ვალვერდე გუნდთან ერთად იქნებიან“
ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ამ სეზონში ბევრი გამოწვევა გადავლახეთ, ახლა კი გადამწყვეტ ფაზაში ვართ შესულები. ჩვენ მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და მატჩიდან მატჩამდე ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ფეხბურთელების ფსიქოლოგიური გადატვირთვა და საერთო სტატისტიკაზე საუბარი არ ღირს. ჩვენ მოვიგებთ „ეიბართან“ და ახლა სრული ყურადღება გადაგვაქვს „ლივერპულზე“ და არა იმ 9 მატჩზე, რომელიც ლა ლიგაში უნდა ჩავატაროთ.“
„ტაქტიკა შეცვლილი იყო. 3 მცველით ვითამაშეთ, ლუკასი და მარსელო კი შემტევებს ეხმარებოდნენ. ფაქტია, რომ სამეფო კლუბმა ძალიან ნაყოფიერი მატჩი გამართა და ამ იდეამ გაამართლა. ფეხბურთელებს შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდათ და ქომაგებმაც დიდი სიამოვნება მიიღეს.“
„მარკო ასენსიო ბრწყინვალედ გამოვიდა. უდიდესმა ტრავმამ ესპანელ ფეხბურთელს დაღი დაასვა, თუმცა ხშირად გვიჩვენებს საკუთარ კლასს. მივესალმები გადაწყვეტილებას, რომელიც ესპანელის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას ეხება.“
„აზარის და ვალვერდეს დაბრუნება „ეიბართან“ დაპირისპირებაში გამორიცხული იყო. დიდი იმედი მაქვს, „ლივერპულთან“ მატჩში ეს ფეხბურთელები ჩემს განკარგულებაში იქნებიან.“
„მარსელოს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბრაზილიელს არნახული გამოცდილება აქვს და ახალ პოზიციად იდეალურად მოერგო, რაც პირველი რიგში მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარეობს.“
„ვინისიუსი ძალიან სწრაფია. ბრაზილიელი ფეხბურთელი ეფექტურია როგორც სათადარიგოთა სკამიდან შესვლების დროს, ასევე სასტარტო შემადგენლობაშიც. მისი აჩქარებები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს შეტევებს უფრო მწვავეს ხდის.“
„არ მსურს, რომ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა გავმინჯო. მადრიდის „რეალის“ მიზანი ორივე ტურნირის მოგებაა. ჩვენ დიდი გამოცდილების და შემართების მქონე გუნდი ვართ.“
„250 მატჩი „რეალის“ მწვრთნელის პოსტზე სიზმარშიც კი წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ ეს მოხდა.“
- 3 აპრილი 2021
- 10 138
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.