პერესის მმართველობის პირობებში „რეალი“ მე-1000 მატჩს გამართავს!
„ეიბართან“ დაპირისპირება ისტორიული იქნება. მადრიდის „რეალი“ ფლორენტინო პერესის მმართველობის პირობებში მე-1000 დაპირისპირებას გამართავს.
1000 დაპირისპირებიდან 661 ლა ლიგის აქტივში იქნება, 208 ჩემპიონთა ლიგის, 99 სამეფო თასის, ხოლო დანარჩენი ევროპოს სუპერთასის, ესპანეთის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა.
ამჟამად ჩატარებულ 999 დაპირისპირებაში „რეალს“ 2 316 გოლი აქვს გატანილი და 1027 გაშვებული.
999 მატჩიდან „რეალმა“ 656 მოიგო, 172 ფრედ დაასრულა და 171 წააგო.
ფლორენტინო პერესის სახელს უკავშირდება ძალიან გახმაურებული ტრანსფერები რონალდოს, რამოსის, ოუენის, ზიდანის, ფიგუს, ბექჰემის, კრიშტიანოს, კაკას, ალონსოს, ბენზემას და სხვა ტოპ ვარსკალვების სახით.
პერესის აქტივში „რეალის“ პრეზიდენტობის პერიოდში უამრავი ტიტულია, მათ შორის ყველაზე თვალშისაცემი ჩემპიონთა ლიგის თასები, რომლის რაოდენობის კოლოსალური ზრდის გამო „ბლანკოსის“ მუზეუმში ხელახალი კონსტრუქციის აგება გახდა საჭირო.
სწორედ ფლორენტინოს სახელს უკავშირდება ბერნაბეუს ულტრათანამედროვე სტადიონად ქცევა და უპრეცენდენტო მასშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
ასევე სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი სამეფო კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებს ემთხვევა, სადაც პერესი კვლავ ეცდება საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და გამარჯვებას.
დიახ, პერესის მმართველობის ფარგლებში „რეალი“ მე-1000 მატჩს გამართავს, ეს არის ისტორიაში მეორე შედეგი, საუკეთესო მაჩვენებელი კი ლეგენდარულ სანტიაგო ბერნაბეუს აქვს, რომლის პრეზიდენტობის დროსაც „ბლანკოსმა“ 1402 მატჩი გამართა.
- 3 აპრილი 2021
- 1 706
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.