„რეალი“ ასენსიოს 50 მილიონად ყიდის
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა მარკო ასენსიოს გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
თუ მსურველი კლუბი ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის, ფლორენტინო პერესთან შეთანხმების პრობლემა არ იარსებებს. მადრიდში თვლიან, რომ მარკომ „ბლანკოსში“ შესაძლებლობები ამოწურა და წასვლის დროა.
„მარკა“ იუწყება, რომ მარკოს გაყიდვის საჭიროება იმ ამბიციურ სატრანსფერო პროექტს უკავშირდება, რომელიც „რეალმა“ 2021 და 2022 წლების ზაფხულში უნდა განახორციელოს.
- 3 აპრილი 2021
- 1 470
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.