რამოსი:„ჩემ ცხოვრებაში ძალიან მძიმე მომენტი დადგა“
სერხიო რამოსმა საკუთარი ტრავმის შესახებ ღიად ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია.
„მოედანზე დაბრუნების შემდეგ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებშიც გამომიძახა და გარკვეული დატვირთვა მივიღე, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მზად არ ვარ და ძალიან მძიმე ემოციური ფონი მაქვს შექმნილი. ერთადერთი რამ, რაზეც ძალიან ვნერვიულობ, ის არის რომ „რეალს“ უმძიმეს და გადამწყვეტ დაპირისპირებაში ვერაფრით დავეხმარები.“
„ყველაფერი გუშინ გავარკვიე, როდესაც მარცხენა ფეხის კუნთის ტკივილი ვიგრძენი. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ჩემი მდგომარეობა არასახარბიელოა და მკურნალობას ვსაჭიროებ.“
„ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, იღბალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე არ გამიმართლა.“
- 1 აპრილი 2021
- 3 268
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.