ვისენტე ბოლუდა:„პერესს „რეალის“ ტრანსფერებისთვის 1 ფინჯანი ყავის ფული არ გადაუხდია“
ვისენტე ბოლუდა მადრიდის „რეალში“ არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, მივიღებ თუ არა მონაწილეობას მადრიდის „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება, მით უკეთესი, ვინაიდან შესაბამის დანაყოფებს ბევრი პროგრამის გაცნობისა და საჭიროების შემთხვევაში იმპლემენტაციის შესაძლებლობა ექნება.“
„„რეალში“ ტრანსფერები აუცილებელია, გუნდს განახლება სჭირდება. დიახ, პერესის სახელს ბევრი მეგატრანსფერი უკავშირდება, მაგრამ მას საკუთარი ჯიბიდან არცერთ ტრანსფერში, ერთი ფინჯანი ყავის თანხაც არ გადაუხდია, ეს ყველაფერი „ბლანკოსის“ ბიუჯეტიდან მომდინარეობდა.“
„სერხიო რამოსი? მე ვფიქრობ, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც მთელი კარიერა სამეფო კლუბს მიუძღვნა და აქ კითხვები არ უნდა არსებობდეს.“
- 31 მარტი 2021
- 1 707
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.