„რეალი“ „ეიბართან“ მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა დღეს კიდევ ერთი სამწვრთნელო სესია გამართეს, გუნდი „ეიბართან“ დაპირისპრებისთვის ემზადება.
დღევანდელ ვარჯიშზე ზინედინ ზიდანმა დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის გარეშე ვარჯიშს, ფიზიკურ კონდიციებს და ტაქტიკურ მონახაზებს.
სესიის მეორე ნაწილში ფრანგმა ლეგენდამ გუნდი ორ ნაწილად გაყო და მოკლე სივრცეში კომბინაციური ფეხბურთი ათამაშა.
ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
სულ მალე „რეალს“ ყველა ფეხბურთელი შეუერთდება და ზინედინს სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარების საშუალება მიეცემა.
- 31 მარტი 2021
- 642
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.