ფლორენტინო პერესმა 8 ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა!
Defensacentral-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს გუნდიდან 8 ფეხბურთელის გაშვება აქვს გადაწყვეტილი, რომელთა სანაცვლოდაც გუნდმა მინიმუმ 150 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.
პერესის სიის პირველი ნომერი ლუკა იოვიჩია, რომელსაც პრეზიდენტი აღარ ენდობა და თვლის, რომ მისი გაყიდვა თუნდაც 30 მილიონ ევროს კარგი გამოსავალი იქნებოდა. ასევე იგეგმება მარიანო დიასის გასხვისება, რომლის ფასიც 20 მილიონამდე მერყეობს.
„რეალი“ აღარ აპირებს მარსელო ვიერასთან თანამშრომლობასაც, თუმცა არ არის გამორიცხული, ის არ გაიყიდოს და კონტრაქტი 1 წლით ადრე უბრალოდ გაწყდეს.
მადრიდელები აღარ დაიბრუნებენ ბორხა მაიორალს და მას „რომაში“ 15 მილიონის სანაცვლოდ გაუშვებენ, კლუბს დატოვებს ოდრიოზოლას, ესპანელის ფასი 20 მილიონი ევროა.
„მერენგები“ აქტიურად განიხილავენ ისკო ალარკონისა და დანი სებალიოსის გაშვების საკითხსაც, ორივე მოთამაშის ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა. და ბოლოს, გარეთ ბეილთან დაკავშირებით სიახლე ის არის, რომ გუნდმა მას საკუთარი გადაწყვეტილება აცნობა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გამომშვიდობებას უკავშირდება.
- 31 მარტი 2021
- 2 244
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.