ტაკეს მომავალი კვლავ გაურკვეველია!
მადრიდის „რეალი“ ტაკეფუსა კუბოს კარიერის განვითარებას ინტენსიურად აკვირდება, მაგრამ თვლის, რომ იაპონელი ფეხბურთელის დაბრუნების დრო ჯერ არ მოსულა.
ტაკეფუსა მომდევნო სეზონს დიდი ალბათობით კვლავ სხვა კლუბში გაატარებს. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის „ხეტაფეში“ დარჩენაც, თუმცა საერთო ჯამში მისი მომავალი ბურუსით არის მოცული.
ესპანელი ანალიტიკოსები კი იუწყებიან, რომ ტაკეფუსა მარტინ ოდეგორის გზას ადგას, რომელიც წლების მანძილზე იყო განათხოვრებული.
- 30 მარტი 2021
- 1 925
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.